ასპინძაში დაკარგული გიმზერ კაველაძის ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მტკვარში ჩავარდა | მომხდარის დეტალები

გამოქვეყნდა:

3 დღის წინ გაუჩინარებულ 28 წლის კაცს ასპინძაში ამ დრომდე ეძებენ. ის ვარძიის მიმდებარედ, ფერმაში მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, გიმზერ კაველიძე სამსახურში მიდიოდა, თუმცა მას შემდეგ რაც სამუშაო ადგილზე არ გამოცხადდა დამსაქმებლებმა და ოჯახმა ძებნა დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ. ოჯახის წევრების ცნობით, ახალგაზრდა კაცს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. 

ის ბოლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლმა ნახა, რომელმაც ის მდინარე მტკვრის სიახლოვეს საბაგიროსთან მიიყვანა, სწორედ ამის შემდგე წყდება გიმზერ კაველიძის კვალი. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ის მდინარეში ჩავარდა და სამძებრო ოპერაციაც ამ მიმართულებით მუშაობს.

ოჯხასი ინფორმაციით, 2 დღის წინ ასპინძაში თბილისიდან მყვინთავები, მაშველები ჩავიდნენ და დაიძეს სამძებრო სამუშაოები, თუმცა მათ სპეციალურ ტექნიკა არ ჰქონდათ და კაცი მხოლოდ ნაპირის სიახლოვეს მოძებნეს და სიღრდეში არ მოუძებნიათ.

ახლა ოჯახი და სამი სოფლის მოსახლეობა ცდილობს, ახალგზარდა კაცი, საკუთარი ძალებით მოძებნოს. 

"ჩემი ძმა გავიდა, ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერმაა და უნდა წასულიყო. იქ უნდა შეეცვალა სხვა ადამიანი, რომელიც ელოდებოდა, მაგრამ არ მივიდა. რომ ვურეკავდით ტელეფონზე არ გადიოდა, დაბლოკილი იყო, ანუ არც გამორთულს აჩვენებდა, საერთოდ არ გადიოდა. 3 სოფლის მოსახლეობა ვართ გამოსული, 5-6 კაციანი ჯგუფები და ვეძებთ. ვერსია არის, რომ მტკვარზე გადასასვლელი არის საბაგირო კალათა ტროსით, სავარაუდოდ, კალათა ვერ გამოიყვანა, ტროსით გავიდა და ჩავარდა ადიდებულ მდინარეში. არცერთი მაშველი არ არის ამ ჯგუფებს ერთმანეთთან კავშირი გავქვს და არცერთთან არ არიან ეს სამაშველოები. სამმართველოში ემუბნებიან, რომ წამოსულები არიან მაშველები და ეძებენ. სად არიან?,- ამბობს გალიონა კაველაძე, დაკარგულის და. 

დაკარგული ახალგაზრდა კაცის ოჯახი შშ-გან ითხოვს, რომ მტკვრის მიმდებარედ დროულად დაიწყონ სამძებრო ღონისძიებები, რათა მიაკვლიონ გიმზერ კაველიძეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი