კორუფციული გარიგება სენაკის მერიაში. კიდევ ერთი მსხვილი ტენდერი, რომელიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძამ მოიგო, 7 მილიონის ლარის ღირებულებისაა. დემურ გადელია მრავალმილიონიანი ტენდერების მოგებას საკუთარი კომპანიის ლოჯისტიკური შესაძლებლობებით ხსნის და ამტკიცებს, რომ ტენდერში მონაწილეთაგან მხოლოდ მისი კომპანია აკმაყოფილებს დაწესებულ პირობებს.
ირკვევა, რომ სენაკში გამოცხადებული ტენდერები სწორედ მერის ნათესავებზეა მორგებული, კერძოდ ძვირადღირებული ტენდერები ძირითადად ორ კომპანიაზე ნაწილდება - მათგან ერთი მერის ბიძას ეკუთვნის, მეორე კი მერის ბიძაშვილის, სოსო გადელიას კომპანიაა.
ავტორი: ემა გოგოხია