"ყოველი მისი წამოდგომა ჩემთვის არის გულის ფრიალი, თვალწინ მიდგება მისი დავარდნა" | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მესამე პრეზიდენს უჭირს გადაადილება, ვერ იღებს საკვებს და აღენიშნება წონის კლება.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ "ვივამედის" დატოვების შემდეგ, მესამე პრეზიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 

"ჩემი აზრით, არის უარესი და უარესი ყოველდღე. ყოველი მისი წამოწევა არის ჩემთვის გულის ფრიალი, იმიტომ, რომ სულ მიდგება თვალწინ მისი დავარდნა. ეს ყიოველწუთს შეიძლება, გამეორდეს. ადამიანი არის უკიდურესად ცუდად, ჩონჩხი, ოსვენციმის კადრები გიდგება თვალწინ რომ უყურებ. რაც შეეხება სტრასბურგს ველოდებით, რაღაც პერიოდია საჭირო, უნდა გავიდეს", - თქვა გიული ალასანიამ. 

დღეს გიული ალასანიამ მოქალაქეებს აჭარის რევოლუციის წლისთავი მიულოცა და იმ დროს განვითარებული პროცესები გაიხსენა. მესამე პრეზიდენტის დედამ, ასევე, აღნიშნა, რომ პოლონელი ექიმების ვიზიტს ამ დრომდე ელოდებიან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი