ფოთიდან გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს დახმარებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

უკვე 6 თვეა, ოჯახი 35 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებს. დაკარგული მამაკაცი 31 იანვარს დედამ სახლიდან სამსახურში გააცილა. იგი გადამზიდავ კომპანიაში მძღოლად მუშაობდა. 

სამსახურში გამოცხადებიდან ორ საათში მის მფლობელობაში მყოფი ტრაილერის ტიპის გადამზიდავი მანქანა მდინარე რიონის პირას საქსპორტოდ გადასაყვანი მანქანებით დატვირთული იპოვეს , ხოლო თავად ჯაბუას ამ დრომდე ეძებენ. 

გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახი შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით მიმართავს და სამართალდამცველებს სამძებრო ღონისძიებების განახლებას სთხოვს მდინარე რიონისა და ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ. გარდა ამისა, მათი სურვილია, დადგინდეს, ხომ არ დატოვა გაუჩინარებულმა ქვეყანა.

ჯაბუას დედის თქმით, მის შვილს ვალები ჰქონდა და მევალეებთან, შესაძლოა, პრობლემები შექმნოდა. ოჯახი გამოძიებას ამ ვერსიით დაინტერესებისა და ახლობლების გამოკითხვისკენ მოუწოდებს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი