ხანძარი წალენჯიხაში | ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცი გამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში, სოფელ ობუჯში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. 

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ სახლი სოციალურად დაუცველ მოხუცს ეკუთვნის, რომელსაც, შემთხვევის შედეგად, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა - მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცის გამოყვანა შეძლეს. 

ხანძრის ადგილას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია იმყოფება. 

ცეცხლი, სავარაუდოდ, გაყვანილობას გაუჩნდა.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი