
მსოფლიო ზურგის ტვინის დაზიანების განსაკურნად ერთიანდება. მასშტაბურ მარათონს, რომელიც ყოველწლიურად იმართება, საქართველო წელს მეათედ უერთდება.
გარბენში მონაწილეობისთვის 5 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათ შორისაა "მთავარი არხიც", რომელიც საქველმოქმედო მიზნების გარდა, გარბენზე კიდევ ერთ სლოგანს გააჟღერებს - "თავისუფლება ნიკას!".