
მიტოვებული და განადგურების პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვლის სახლ-მუზეუმი ინგრევა. ავარიული შენობა, დაზიანებული კედლებით და საძირკველით, ვიზიტორებისთვის საშიშია.
სახლ-მუზეუმი დაუყოვნებლივ რესტავრაციას საჭიროებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილია ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სამინისტროსთვის, თუმცა, როგორც ჩანს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში გაწერილი არ არის.