წერეთელზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის 12-მდე აკლდამაა აღმოჩენილი | მერიის განცხადება

გამოქვეყნდა:

თბილისში, წერეთლის გამზირზე ნაპოვნი მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ თბილისის მერია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნაგებობები მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის აკლდამებია და მათი რაოდენობა 12 მდეა.

"აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი.

აღმოჩენის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ამჟამად, აკლდამებს სპეციალისტები იკვლევენ.

არქეოლოგ მერაბ ძნელაძის განმარტებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების რაოდენობა 12-მდეა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად დაზიანებულია ძველი საკომუნიკაციო ქსელების გაყვანილობის გამო. ამჟამად, მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა და დამატებით ინფორმაციას ახლო მომავალში გაგაცნობთ“, - განაცხადა მერაბ ძნელაძემ.

წერეთლის გამზირზე აღმოჩენილი აკლდამების კვლევა უახლოეს მომავალში დასრულდება" - წერია მერიის განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი