სამტრედიაში საძოვრები გაასხვისეს. ეკონომიკის სამინისტრომ 30 წლის ვადით, 28 ჰექტარი მიწა გაასხვისა, რის შედეგადაც ხუთი სოფელი საძოვრების გარეშე დარჩა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის ძირითადი წყარო მესაქონლეობაა, ახლა კი იმის გამო, რომ შინაურ ცხოველს საკვები აღარ აქვს, იძულებული არიან საქონელი გაყიდონ. შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე ჯამში 700-მდე ოჯახი რჩება
სოფელ ჩხენისის მოსახლეობამ დღეს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და გარეთ გამოვიდა. ისინი ეკონომიკის სამინიტროს გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.
აქციას დღეს ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.