ცხოვრება ევროპულად. დღეიდან Post Factum ახალ რუბრიკას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ჩვეულებრივი ადამიანების მაგალითზე გაჩვენებთ, რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობას, და რა შეიცვალა ამ ადამაინების ცოხვრებაში. ამისთვის ავირჩიეთ ევროკავშირის 2 ქვეყნის მაგალითი - რომლებიც 30 წლის წინ ჩვენს მსგასვად საბჭოთა იპერიის ნაწილი იყვნენ იძულების წესით, და ბოლო 20 წელია ევროკავშირის წევრები არიან.
ილუსტრაციისთვის ჩვენ ავირჩიეთ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები და ძალიან ჩვეულებრივი პროფესიები. რუბრიკა თემატური იქნება და პირველი რეპორტაჟი სკოლას დაეთმობა. პრინციპს ცხადია არც აქ ვუღალატეთ - არაფრით გამორჩეული პატარა ქალაქების საშაულო სტატისტიკური საშუალო სკოლები.