"მასტერის" სიმღერების ეთერიდან ჩახსნის გამო დაგვემუქრნენ - "რადიო თბილისის" დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"რადიო თბილისის" გენერალურმა დირექტორი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. მან მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც კერძო სამაუწყებლო კომპანიამ რეპერი "მასტერის" რეპერტუარი რადიოსადგურიდან ამოიღო.

გადაწყვეტილების მიზეზი "მასტერის" ახალი სიმღერა გახდა, რომელიც ლევან ბერძენიშვილის მიმართ დისკრიმინაციის შემცველია.

"ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ აღნიშნული შემსრულებლის სიმღერები ჩვენი ეთერიდან ჩაიხსნებოდა, იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება, როგორც ჩვენ სარედაქციო პოლიტიკას, ასევე, მივიჩნევ, დემოკრატიის პრინციპებს. საგამოძიებო სამსახურში დავრეკე მას შემდეგ, რაც "რადიო თბილისის" Facebook გვერდზე შემოგვესიენ ტროლები, ყველამ ვიცით რომელი პარტიის და რადიკალი პრორუსული ჯგუფების მხარდამჭერები. დაიწყეს რადიოს უცენზურო სიტყვებით მოხსენიება და ზოგიერთი მათგანი გადმოვიდა პირდაპირ მუქარაზე, დაემუქრა რადიოს თანამშრომლებს სიცოცხლის ხელყოფით", - თქვა რამაზ სამხარაძემ.

სამხარაძე ამბობს, რომ ყველა მომღერალი, ვინც "პოლიტიკურ" სიმღერებს მღერის და მხარს უჭერს შავ-ბნელ ძალებს, დიდი ხანია ჩახსნილია ეთერიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი