51% ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს - CRRC

გამოქვეყნდა:

CRRC საქართველოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 51% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კითხვაზე, გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას:
რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • საერთოდ არ ვეთანხმები - 4%;
  • არ ვეთანხმები - 20%;
  • ნეიტრალური ვარ - 17%;
  • ვეთანხმები - 33%;
  • სრულად ვეთანხმები - 18%;
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 8%.

მასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით)  10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი