სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

დღეს, 8 მაისს, სტრასბურგში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა, ადამიანის უფლებების სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე კიდევ უფრო მძიმდება და ის სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

აქციის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ის ადამიანი, რომელმაც გაატარა რეფორმები და ქვეყანა წაიყვანა სწორი მიმართულებით, დღეს არის პუტინის პირადი პატიმარი, ივანიშვილს გამომწყვდეული ჰყავს ციხეში და კლავს მას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი