"წულუკიანის გამინისტრების შემდეგ, სამინისტროდან ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია - მათ ორგანიზაციის 6 წერილი უპასუხოდ დატოვეს" | "ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

"თეა წულუკიანის გამინისტრების შემდეგ კულტურის სამინისტროდან ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია - მათ ორგანიზაციის 6 წერილი უპასუხოდ დატოვეს", - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სტატისტიკა წლიდან წლამდე უარესდება. ინფორმაციის გაცემაზე უარით უწყებები საქართველოს კანონმდებლობას არღვევენ. 

"ინფორმაციის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადმინისტრაციული კოდექსით დაცული უფლებაა. “ფლანგვის დეტექტორი” მუდმივად ითხოვს საჯარო ინფორმაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, სამინისტროსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისგან.

2021 წლიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტს ჯამში 8 წერილი გავუგზავნეთ, თუმცა უპასუხოდ. თეა წულუკიანის გამინისტრების შემდეგ კულტურის სამინისტროდან ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია - მათ ორგანიზაციის 6 წერილი უპასუხოდ დატოვეს. 

“ფლანგვის დეტექტორმა” საჩივრით მიმართა ეკონომიკის სამინისტორს, რადგან ქონების ეროვნული სააგენტო 4 თვეა, ინფორმაციას არ გვაწვდის. IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2010 წლის შემდეგ 2022 წელს პირველად დაფიქსირდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ასეთი დაბალი შედეგი", - წერს ორგანიზაცია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი