"გაბი მიმყავს თურქეთში... 6 წელი ვერ დაველოდები შვილის წამებას, მოიწვიეთ კონსილიუმი" | აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა

გამოქვეყნდა:

"გაბი მიმყავს ორშაბათს თურქეთში აუცილებლად, სულ რომ სასწაული მოხდეს, აქ გამორიცხულია გაბის ან მკურნალობა ან ოპერაცია მითუმეტეს, ზუსტად იგივე ხდება რაც წინა დიაგნოზის დროს", - წერს სოციალურ ქსელში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა, თამუნა იარაჯული.

გაბი მიმყავს ორშაბათს თურქეთში აუცილებლად სულ რომ სასწაული მოხდეს, აქ გამორიცხულია გაბის ან მკურნალობა ან ოპერაცია მითუმეტეს, ზუსტად იგივე ხდება რაც წინა დიაგნოზის დროს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

როგორც მაშინ ექვსი წელი ვერ დაველოდები ჩემი შვილის წამებას, ადექით მოიწვიეთ კონსილიუმი მაშინ და აიღეთ პასუხისმგებლობა დიაგნოზზე და მკურნალობაზე, დიაგნოზი ფაქტიურად გვაქვს დიდი წვალების შემდეგ, ვატარე ყველა კლინიკაში თითქმის ყველაზე კარგ ექიმებთან და ყველას სხვა და სხვა დიაგნოზი აქვს, მედიკამენტები ხომ უფრო სასწაულია ტკივილგამაყუჩებელიც კი საბჭოთა პერიოდის გვაქვს.

ჯერ ტიპიური განვითარების ბავშვისთვის არის ამ გზის გავლა კატასტროფა. რასაც გაბრიელი გადის და მითუმეტეს ამდენი ოპერაცია ნარკოზი სტრესი, ეს არაა ჩემი აჩემება ან არჩევანი მაქვს საბუთები ორი კვირის უამრავი კვლევა თუ გინდათ კონსილიუმზე მოვიტან და თავად შეაფასეთ ეს ყველაფერი.

მიუხედავად გაბის მდგომარეობისა პარასკევამდე გთხოვთ კომისიაზე გაიტანოთ გაბრიელის საკითხი და მომწერეთ გთხოვთ მდგომარეობას ამძიმებს გაბის დიაგნოზი ვეღარ უძლებს და გთხოვთ ძალიან პარასკევამდე ან გადააგზავნეთ საგარანტიო ან მე მომწერეთ უარის წერილი" - წერს თამუნა იარაჯული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი