"ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, მითხრან, ვინ და რატომ მომიკლა შვილი" | ნიკო კვარაცხელიას დედის მიმართვა

გამოქვეყნდა:

ვინ დგას ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის უკან. 21 წლის ახალგაზრდის დედა ღიად აცხადებს, რომ ძალოვანებისთვის ცნობილია მკვლელობის მოტივი და დამკვეთის ვინაობა. 

იზა ომაძის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გიორგი კავილაძემ დაკავების დროს დაასახელა კონკრეტული გვარი, თუმცა აღიარებითი ჩვენების ეს ნაწილი საქმის მასალებში არ ფიგურირებს.

"ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, ვინ მომიკლა ჩემი შვილი... ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღო პასუხი: ვინ და რატომ მომიკლა შვილი", - ამბობს იზა ომაძე.

ცნობისთვის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი