რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და სტალინის ძეგლის დაბრუნება - ამ მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს საბჭოთა დიქტატორის მშობლიურ ქალაქში. პრორუსმა ძალებმა დღეს ქართულ ოცნებას წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს და მათი მისამართით მუქარის გზავნილები გააჟღერეს. კერძოდ, ამბობენ, რომ "ოცნებას" გორში არჩევნებს სწორედ ისინი აგებინებენ და თუ სანაცვლოდ ხელისუფლება მოთხოვნებს არ შეუსრულებს, 2024-ში მათგან მხარდაჭერას ვეღარ მიიღებენ.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წლისთავზე სტალინის მუზეუმის ეზოში ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც წლებია ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნებს აყენებენ და ამართლებენ ოკუპანტს მაშინაც კი, როცა ის ახლა უკრაინაში ბავშვებს და ქალებს კლავს.