ქუთაისში ჯერ არ გახსნილი საცურაო აუზის დირექტორს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ვაკანსია ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასაქმების საიტზე განათავსა.
განცხადებაში წერია, რომ დირექტორობის მსურველი ინგლისურ ენას  უნდა ფლობდეს, ასევე  ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურად მუშაობის უნარჩვევები.
სავალდებულო მოთხოვნებში  ცურვის ცოდნა მითითებული არ არის. 
 
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი  ადგილობრივი ხელისუფლება შერჩეულ კანდიდატს 2 000 ლარიან ანაზღაურებას ჰპირდება.
ქუთაისში, საცურაო აუზი ჯერ არ გახსნილა.  
საცურაო აუზი  ა (ა)იპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" დაქვემდებარებაში იქნება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი