რუსთავში, ახალგაზრდა სპორტსმენი სახლში გარდაცვლილი ნახეს

გამოქვეყნდა:

რუსთავში, ბინაში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 40 წლამდე კაცი, ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ახალგაზრდა კაცი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ხუტა ქასოშვილია, რომელიც ბოლო წლებში მწვრთნელად მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი