ჩეჩენი ჟურნალისტი, რომელიც რუსეთის ციხეში აწამეს, საქართველოში არ შემოუშვეს - OC Media

გამოქვეყნდა:

ჩეჩენ ჟურნალისტს, რომელიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფებოდა და აწამეს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას OC Media ავრცელებს და წერს, რომ ჟალავდი გერიევს საზღვარზე არ განუმარტეს, რა მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში.

გერიევი OC Media-ს ყოფილი ჟურნალისტია, ის ბუდაპეშტიდან თბილისში შაბათს, 6 მაისს ჩამოვიდა, თუმცა აეროპორტში უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე.

როგორც ჟურნალისტი ყვება, მას შემდეგ რაც მესაზღვრემ მის პასპორტში დაინახა, რომ ის ჩეჩნეთში იყო დაბადებული, საბუთები დამატებით შესამოწმებლად წაიღეს.

"ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვეულებრივ რუსულ აეროპორტში", - უთხრა გერიევმა OC Media-ს.

მან საქართველოს მთავრობა არაპროფესიონალიზმსა და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის მიმართ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

"მათ აქვთ გარკვეული გაფრთხილება ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლების შესახებ და ყველა კაცმა, რომლის დოკუმენტშიც მითითებულია, რომ იგი დაიბადა [ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში], უნდა მოიპოვოს პირადი ნებართვა პოლიციისგან", - თქვა გერიევმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი