რუსეთიდან დაბალ ფასად შემოტანილი ტონობით ხორბალი და გაკოტრების პირას მყოფი ქართველი ფერმერები. კახეთში ხორბლის ახალ სეზონს ელოდებიან, ფერმერებს კი წინა წლის მოსავალი საწყობში უფუჭდებათ.
ადგილობრივების სრულ უმრავლესობას მიწის დასამუშავებლად ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული, რის გამოც, მეხორბლეებს ფინანსური ორგანიზაციები მიწების დაყადაღებით ემუქრებიან. მორიგი შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელთან კონკრეტული შდეგის გარეშე დასრულდა. ახლა გლეხები მთავრობის სხდომას ელოდებიან, რომლის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული, დაიწყებენ თუ არა ფერმერები პროტესტს.
ავტორი: ია გულიაშვილი, ნინა მაჩაბელი