
"ეს არიან ყველაზე უღირსი ღორები, რომლებიც ხოცავენ ბავშვებს აუპატიურებენ ქალებს და ათას სიბინძურეს სჩადიან უკრაინაში" - აცხადებს ქართველი მებრძოლი "ვაგნერელების" იმ ვიდეოზე საუბრისას, სადაც პუტინის დაქირავებული მკვლელები ქართულ დროშას შეურაცხყოფენ:
"ერთ-ერთ ბოლო უსერიოზულეს ბრძოლაში ვიმყოფებოდი მეც ბახმუტში, მაგ ღორებს შევხვდით, ეგ ღორები ეყარნენ ზუსტად ბახმუტში, ძალიან ბევრი ღორი წაათრიეს შავი ცელოფნით სახლებში და კიდევ ბევრს წაათრევენ. ეს არის შეურაცხყოფა და ჩვენი ერის სულში ჩაფურთხება - ამბობს უკრინაში მებრძოლი ქართველი "მთავართან"
"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელს, მამუკა მამულაშვილს კი ეჭვი აქვს, რომ ვიდეოში ნაჩვენები დროშა ნაყიდია, მაშინ როცა "ვაგნერელები" ამტკიცებენ, რომ სიმბოლიკები "ქართული პოზიციების განადგურების" შედეგად "მოიპოვეს":
"დროშასაც ეტყობა რომ ახალი ნაყიდია და შეიძლება საქართველოშიც აქვთ ნაყიდი იმიტომ, რომ საქართველოში შეუზღუდავად შეუძლიათ ასეთ პირებს შემოსვლა და ცხოვრებაც კი" ამბობს მამულაშვილი "მთავარ არხთან" და საქართველოს მთავრობას ქვეყნის მტერსა და მოღალატეს უწოდებს, რადგან ასეთ ადამიანებს უხსნის საზღვრებს.
შეგახსენებთ, რუსული ტელეგრამ არხებით დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ბახმუტშია გადაღებული და სადაც ჩანს, როგორ შეურაცხყოფენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს "ვაგნერელები".
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი