პროდიუსერს ტელეფონით ღონისძიების დაწყებამდე 1 საათით ადრე აცნობეს - საზმაუ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც საუბარია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არაჯეროვნად გააშუქა 9 მაისს ათონელის ქუჩაზე გამართული ღონისძიება.

"უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროპის დღეები შუქდებოდა ინტენსიურად და ამომწურავად. 7 მაისს გამართული კონცერტი კი პირველი არხის პირდაპირ ეთერში მთლიანად გადაიცა. გაშუქების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 9 მაისს გამართული ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ მოუმართავს, რაც აუცილებლად ითვალისწინებს ქრონომეტრაჟის, გამომსვლელების რაოდენობის, მათი თანმიმდევრობის და  სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, რის გარეშეც ეთერში პროგრამის დაგეგმვა ან მასში ცვლილებების განხორციელება და ტექნიკური მომზადება შეუძლებელია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების სურვილის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერს ტელეფონით აცნობა ღონისძიების დაწყებამდე მხოლოდ ერთი საათით ადრე, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არც მაშინ მოგვაწოდა ზუსტი ინფორმაცია ქრონომეტრაჟის, კონკრეტული ეპიზოდის (ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვა) დროის შესახებ.

პირდაპირი ტრანსლირება მოითხოვს სათანადო მომზადებას და ამის ასეთ მოკლე დროში ორგანიზება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს, რაც თავისთავად შეუძლებლად ხდიდა მიმდინარე პროგრამირებაში ცვლილების შეტანას. აღნიშნული მიზეზების გამო პრეზიდენტის მიმართვა პირდაპირ ეთერში ვერ გავიდა, თუმცა, სრულად იქნა გაშუქებული საინფორმაციო გამოშვებაში, რისი ნახვაც შესაძლებელია მითითებულ ბმულებზე." ნათქვამია პრეზიდენტის საპასუხო წერილში.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო რომ  9 მაისს, ათონელის ქუჩაზე , ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ქართველი ხალხისადმი მიმართვით ა და  მილოცვით გაიხსნა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე  პირდაპირ ეთერში არ გავიდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ამით  მაუწყებელმა არაჯეროვნად შეასრულა ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია, რომელიც მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი