სასამართლოს გადაწყვეტილება ლაშა ნაკაიძის საქმეზე | ადვოკატის შეფასება

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" წამყვანი და ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე საქალაქო სასამართლომ მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა - ოთხი მუხლიდან ორი მოხსნილია. ლაშა ნაკაიძეს არ დაუდასტურდა არც მეგობარი ქალის გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება. სასამართლომ ნაკაიძე მხოლოდ ძალადობასა და მუქარაში ცნო დამნაშვედ და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"11 პრიმა 137, ერთ-ერთი უმძიმესი მუხლი, რომელიც 10-დან 15 წლამდე ითვალისწინებს, ამაში გაამართლა მოსამართლემ. ეს ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე ოჯახის წევრის მიმართ გაუპატიურება, 157 პრიმაშიც, "სქრინშოტები", რაღაცა აკრძალული ინფორმაცია ვითომდა დედამისს გადაუგზავნა, ამაშიც გამართლდა. 126 პრიმა გადააკვალიფიცირა ჩვეულებრივ 126-ზე და მიუსაჯა 1 წელი. საიდანაც, დაკავების დღიდან ეთვლება და დარჩა სამი თვე მოსახდელი", - ამბობს ნაკაიძის ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი