როხში, სკოლის დირექტორის ქმარმა მანქანას, რომელშიც ქალი და ბავშვი ისხდნენ, ქვები ესროლა

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება ბაღდათის მუნიციპალიტეტში - როხში სკოლის დირექტორის ქმარმა ერთ-ერთი ადგილობრივის მანქანას ქვები დაუშინა. ინციდენტის დროს მანქანაში ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ.

დაპირისპირების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დაზარალებული გოგიტა სანიკიძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორის ქმარმა, ალექსანდრე მამასახლისმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მანქანას ქვები ესროლა. მანქანას დამტვრეული აქვს უკანა და გვერდითა შუშები.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი