დირექტორმა წარსულში ჩემი შვილი დააბულინგა, იყო მუქარა - როხში მომხდარი დაპირისპირების დეტალები

გამოქვეყნდა:

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როხში მომხდარ დაპირისპირებას, სადაც სკოლის დირექტორის ქმარმა ადგილობრივის, გოგიტა სანიკიძის მანქანას ქვები დაუშინა, წინ სკოლის დირექტორის მიერ დაზარალებულის შვილის მიმართ მუქარა და ბულინგი უძღოდა.

როგორც სანიკიძე ამბობს, დირექტორი მის შვილს აბულინგებდა, მას ასევე რამდენჯერმე დაემუქრნენ. როგორც მამა ამბობს, ამის გამო ბავშვმა სუიციდიც კი სცადა.

მისივე თქმით, ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის. 

"ქუთაისიდან ვმოძრაობდი საკუთარი სახლის მიმართულებით, როხის ცენტრში არმისული შემხვდა როხის სკოლის თანამშრომელი და დირექტორის მეუღლე ალექსანდრე მამასახლისი, მოდენიდა საქონელს - ეს პირველი შემთხვევა არ არის, რამდენი შემხვდებოდა, ცდილობდა შევიწროებას, ცდილობდა შეურაცხყოფის მოყენებას, აიღო ქვა და ჩემი შვილის მისამართით, რომელიც მინასთან იდგა, გვერდით კარების მინასთან, აიღო ქვა და ორი მინა გაიტანა ქვამ.

წინაპირობა ის იყო, რომ დირექტორმა, გაბრაზებულმა, რაზე არც ვიცი, ჩემი შვილი დააბულინგა, შემდეგ არაერთჯერადად რამდენიმე მუქარა იყო ბავშვის მისამართით, შემდეგ გააგრძელა ეს კონფლიქტი არაერთხელ, საბოლოო ჯამში ბავშვი მივიდა იმ დონემდე რომ ვენები გადაისერა," - ამბობს გოგიტა სანიკიძე.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს მოხდა. თავდასხმის დროს მანქანაში არასრულწლოვანი ბავშვი და ქალი იმყოფებოდნენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი