საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი, მოსამართლის დღის აღსანიშნად დასანქცირებულ მოსამართლეებთან ერთად შეიკრიბა. 15 მაისის ნაცვლად უქმეებით ისარგებლეს და აღნიშვნა სამი დღით ადრე გადაწყვიტეს. შიდა ქართლში ექსკურსიაც დაიგეგმეს, რესტორანი გორში შეარჩიეს და ეს ყველაფერი, როგორც ამბობენ, მოსამართლეთა ასოციაციის დაფინანსებით.
რესტორან ,,ნაჭარმაგევში'' მოსამართლეებმა შეკრება სამი საათიდან დაიწყეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული ლევან მურუსიძის გარდა იქ იყო "მთავარი არხის" დამფუძნებლის საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, რომელიც ასევე შეერთებული შტატების გადაწყვეტილებით ვერ წავიდა ამ ქვეყანაში ტრენინგზე.
მისმა განაჩენმა კი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიტიკური მართლმსაჯულების ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა.
ძვირადღირებულ რესტორან ,,ნაჭარმაგევში'' მოსამართლეების გარდა, ამ სისტემაში დასაქმებული სხვა პირები იმყოფებოდნენ, თუმცა ნაწილმა მედიასთან დამალა, რომ ისინი სასამართლოში მუშაობდნენ და რომ მათ ღონისძიებას ესწრებოდნენ. ნაწილს კი საერთოდ არ სურდა პასუხის გაცემა.