აფეთქება თბილისში - ზღვის უბნის დასახლებაში, ერთ-ერთ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია 65 წლამდე ქალი, რომელიც აფეთქების დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა.
დაშავებული გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალს სხეულზე 40%-მდე დამწვრობა აღენიშნება, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
დაშავებული ქალის მდგომარეობის შესახებ კლინიკას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფეთქება გასულ საღამოს მოხდა.