
თუშეთის მიმართულებით, მთიან ზოლში, სტიქიის შედეგად ას სულზე მეტი ცხვარია დახოცილი, თუმცა ზუსტი ციფრი ჯერ უცნობია იქამდე, ვიდრე მეცხვარეები ადგილზე არ მივლენ და თავინთს ზარალს არ დაითვლიან.
"მწყემსები ნორმალურად არიან და ძალიან ბევრი მსხვერპლი აქვთ ცხვრის, დიდი ხანია ამდენი მსხვერპლი არ ყოფილა გზაზე. საქონელი დაეხოცათ ალბათ 100-მდე. რომ გადავიდნენ ეფლობოდა ცხვარი და ვერ გადავიდნენ, შემდეგ ზვავიც წამოვიდა და დაიყოლა 30-40 სული ცხვარი. სანამ მეცხვარეები არ მივლენ ადგილზე თავის ზარალს ვერ დაითვლიან, უნდა დათვალონ და იმის მიხედვით დაადგენენ დაახლოებით " - ამბობს სოსო ბაბულაიძე "მთავართან" სატელეფონო კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ თუშეთის მიმართულებით, მთიან ზოლში, სტიქიის შედეგად ას სულზე მეტი ცხვარი დაიხოცა