,,ქართული ოცნების'' კიდევ ერთი შეუსრულებელი პირობა - თითქმის 6 წელია მარნეულის მუნიციპალიტეტში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. უწყლობა, გადათხრილი გზები, მოუწყობელი საკანალიზაციო სისტემა. ჯერ კიდევ 2018 წელს დაპირდა ხელისუფლება ადგილობრივებს, რომ წყალი ექნებოდათ და ამისთვის 200 მილიონიანი პროექტიც დააანონსა. ანალოგიური პირობა ორი წლის შემდეგაც მოისმინეს ხელისუფლებისგან, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა რეალობაში განხორციელებული შედეგი ვერ ნახეს.