დასანქცირებული მოსამართლეები კლანის კიდევ უფრო გაძლიერებას ცდილობენ. მოსამართლის დღის აღმნიშვნელი თავყრილობის შემდეგ არასამთავრობოები არ გამორიცხავენ, რომ გორის რესტორან ,,ნაჭარმაგევში'' კორპორატიული ღონისძიება, სწორედ ამას უკავშირდებოდეს. გუშინდელი დღის ორგანიზატორი დასანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო, სუფრასაც ასევე დასანქცირებული ირაკლი შენგელია თამადობდა. რესტორნიდან გამოსულები ჟურნალისტებს აღარ გაურბოდნენ. იქცეოდნენ, ისე, როგორც ალბათ სხვა დროს არ მოიქცეოდნენ, ჟურნალისტების თანდასწრებით.