იმერეთის მეფეთა რეზიდენცია “ოქროს ჩარდახი” საფრთხეშია. ქუთაისში ყველაზე ძველ საერო შენობას შესაძლოა ავთენტიკურობა დაეკარგოს. ქალაქის მერიამ მე-17 საუკუნით დათარიღებული ისტორიულ შენობის რეაბილიტაცია დაიწყო.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დააანონსებულ სამუშაოებსა და წარმოდგენილ მაკეტს დარგის სპეციალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ, სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ძეგლს იერსახე, უნიკალურობა და კულტურული ღირებულება დაეკარგება.
"მე არ ვიცი, შეგნებულად თუ აგდებული დამოკიდებულებით, იქ კეთდება თანამედროვე ნაგებობა, რომელსაც ისტორიასთან არანაირი კავშირი აღარ ექნება", - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, მერაბ ბარათაშვილი.