საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიონის ადიდების გამო, ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა" - წერია განცხადებაში.