"მიწა ჩამოწოლილა, დიდი ხმაური იყო... ტექნიკა მოვიდა, თხარეს და ამოიყვანეს 2 მიცვალებული" | ადგილობრივები სვანეთის უბანში მომხდარზე

გამოქვეყნდა:

"მიწა ჩამოწოლილა, დიდი ხმაური იყო... ტექნიკა მოვიდა, თხარეს და ამოიყვანეს 2 მიცვალებული", - ამის შესახებ სვანეთის უბანში, ართვინის ქუჩის მოსახლეობა საუბრობს, სადაც ცოტა ხნის წინ, უბედურ შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. 

მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოებისას მთის მასა ჩამოწვა, ადგილზე ტექნიკა მივიდა და სწორედ მათი მეშვეობით მოხერხდა ტერიტორიის დასუფთავება და შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოყვანა. 

დასახლებულ პუნქტში, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამშაოების დროს მთა ჩამოიშალა და მუშები ჩამოშლილმა მიწის საფარმა იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოები დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვეენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი