ნიკა გვარამიას პატიმრობის 1 წელი | "ქართული ოცნების" რუსული სახე

გამოქვეყნდა:

16 მაისს ზუსტად ერთი წელი გახდება, რაც ნიკა გვარამია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ამ ერთმა წელმა ძალიან კარგად გვაჩვენა ყველას, სად არის საქართველო დღეს და რა უფსკრულში მიჰყავს ის მოქმედ ხელისუფლებას. და სწორედ აი ამ რუსიფიკაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი წინაღობა ბიძინა ივანიშვილისთვის სწორედ ნიკა გვარამია იყო და მისი განეიტრალება უკვე კარგად ნაცადი მეთოდით განიზრახეს. და სისრულეშიც მოიყვანა მორჩილი მოსამართლეებს ხელით.

რუსული კანონით კი სცადეს იმ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო სექტორის განადგურება, რომლის განვითარებაშიც ნიკამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა და ეს არხი, და ეს ლოგოც ამისი დასტურია. "ოცნებას" ეს ეპიზოდი არ გამოუვიდა, თუმცა სხვა მხრივ ძალისხმევას არ აკლებენ - საარჩევნო კანომდებლობას წინასწარ ირგებენ თავის თავზე, დაპირებული დაბალი საარჩევნო ბარიერი ისევ დაივიწყეს, და სახელისუფლებო რიტორიკა და ქმედებები უკვე გადააწყვეს დასავლეთთან კონფრონტაციაზე, და ქვეყანა სრული სვლით მიჰყავთ საერთაშორსო იზოლაციონიზმისკენ, ანუ სივრცეში, სადაც ის ერთი ერთზე დარჩება მის ყველაზე დიდ მეზობელთან და მერე გამოიცანით ვინ დაემუქრება ჩვენს სუვერენიტეტს, ისტორიას, რელიგიას და თავისუფლებას ? 

მოკლედ, ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე ხმამაღალი და უხერხული ოპონენტის ციხეში გამოკეტვის შემდეგ - "ქართულმა ოცნებამ" უკვე საბოლოოდ აჩვენა თავისი რუსული სახე. და ის, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობას, დემორკატიასა და ევროპას ამ რეჟიმის პირობებში ტყუილად ველით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი