თბილისის მერიის საეჭვო ტენდერი | სავარაუდო კორუფციის ნიშნები "გრინსერვისთან" ირიბად დაკავშირებულ ახლადშექმნილ კომპანიასთან

გამოქვეყნდა:

ყველას კარგად გვახსოვს ვაკის პარკის ტრაგედია და გამძიებით დადასტურებული ეჭვები, რომ ეს დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგი იყო, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა - რაც შეიძლება მეტი ფულის გაკეთება.

როცა საქმე "გრინ სერვისს" ეხება, ეჭვები სავარაუდო კორუფციასთან დაკაშირებით დიდი ხანია არსებობდა. თუმცა, ამის მიუხდავად, ეს კონკრეტული კომპანია, ყოველთვის ხელისუფლების ფავორიტი იყო. იყო მცდელობა, რომ კომპანია, მიუხედავად მისი დირექტორის დაკავებისა, ასეთივე ფავორიტად დარჩენილიყო

ვაკის პარკის ტრაგედიიდან მალევე, მასთან კიდევ ერთი მრავალმილიონიანი ტენდერი გაფორმდა. მაგრამ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პირებმა, რომლებიც ბიუჯეტიდან მსუყე ლუკმას მიჩვეულები არიან, ტაქტიკა შეცვალეს.

ამის დასტურად, შესაძლოა, მერიის ერთ-ერთი ბოლო ტენდერი გამოდგეს, სადაც ისევ მაღალი ძაბვის ელექტროკაბელების ჩაყრაზეა საუბარი და ერთადერთი კონკურსანტი და შესაბმისად გამარჯვებული აღმოჩნდა კომპანია, რომელიც ირიბად ისევ "გრინ სერვისთანაა" დაკაშირებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი