ნაკლები პარკინგი, მეტი ჯარიმა | სავარაუდო კორუფციული სქემა და მერიის სატრანსპორტო რეფორმა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი სავარაუდო კორუფციული სქემა, რომელიც თბილისის მერიასა და კონკრეტულად კი ყბადაღებულ სატრანსპორტო რეფორმას უკავშირდება. დედაქალაქში და განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში პარკირება დიდი ხანია ავტომფლობელებისთვის ამოუხსნელ თავსატეხად იქცა. არადა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ "სითი პარკი" გააგდო და პარკირების ადმინისტრირება მერიას გადაულოცა ერთადერთი არგუმენტით, რომ დამატებითი პარკირების ადგილები შეიქმენბა, და მათ შორის მიწისქვეშა პარკირების სივრცეებიც მოეწყობაო.

კვლევებში დახარჯული ფულის და უხვად გაცემული დაპირებების მიუხედავად კი სატრანსპორტო რეფორმის ეს ნაწილი კვლავაც მოუგვარებელია. მეტიც, დაპირების საპირისპიროდ, პარკირების ადგილები დედაქალაქში შემცირდა, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად  გაიზარდა ჯარიმებიდან ამორებული თანხების ოდენობა. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი