"უნდა ვივარაუდოთ, რომ ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. ამისთვის კარები აქვთ გაჭრილი საოკუპაციო ღობეში" | ქაცარავა

გამოქვეყნდა:

"უნდა ვივარაუდოთ, რომ ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. ამისთვის კარები აქვთ გაჭრილი საოკუპაციო ღობეში", - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა Facebook-ზე წერს და რუსების მიერ გორის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას ეხმაურება. 

ახალი გატაცება ნიქოზში.

დღეს ოკუპანტებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს სოფელ ნიქოზიდან. 

გამომდინარე იქიდან, რომ ნიქოზი ფაქტობრივად გარშემორტყმულია საოკუპაციო ღობით და მოსახლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ამ ღობის "არშემჩნევა", უნდა ვივარაუდოთ, რომ ოკუპანტებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან. 

ამისთვის ოკუპანტებს კარები აქვთ გაჭრილი საოკუპაციო ღობეში, რათა მოახერხონ კომფორტულად შემოსვლა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

ორკები აგრძელებენ თავის აგრესიულ პოლიტიკას, ქოცმთავრობა კი ტაშს უკრავს რუსებს ავიამიმოსვლის აღდგენისთვის. 

ესე გააგრძელეთ, ქოცკოლაბორაციონისტებო, - წერს ქაცარავა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი