
წალენჯიხაში, სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა რამდენჯერმე ამოტრილდა.
ცნობილია, რომ მანქანაში სამი პირი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა სამივე მათგანი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა - ადგილობრივები ყვებიან, რომ მან საჭე გადაჭარბებული სიჩქარისა და ძლიერი წვიმის გამო ვერ დაიმორჩილა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ემა გოგოხია