ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ნაწილზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა - მოძრაობა აკრძალულია

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 23-ე კმ-ზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა. უწყება ამბობს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთზე შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი