ვთხოვთ მთავრობას დაგვეხმაროს, ორი შვილი ჰყავს- ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მეგრელიშვილის დედა

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მეგრელიშვილის ოჯახისთვის უცნობია მისი ადგილმდებარეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მეგრელიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ნიქოზის მიმდებარედ გუშინ, 14 მაისს დააკავეს. ოჯახმა ინფორმაცია სამართალდამცველებისგან გაიგო, მათთვის უცნობია, რა ვითარებაში დააკავეს მეგრელიშვილი.

ოჯახი მთავრობას დახმარებას სთხოვს.

"არაფერი ვიცი, ოჯახიდან გავიდა, გამოვხედე სად მიდიხარ-მეთქი და დედა, 10 წუთში აქ ვარო. ვთხოვთ მთავრობას დაგვეხმაროს, გაურკვევლობაში ვართ, მაგრამ რა ვქნათ. დაგვეხმარეთ, რომ გამოუშვან ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს 14 და 8 წლის, სოციალურად დაუცველები არიან", - თქვა გიორგი მეგრელიშვილის დედამ, მარინა მეგრელიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი