თბილისში, ართვინის ქუჩაზე, სადაც კედლის გამაგრებით სამუშაოებს ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამუშაოებს კომპანია "იუნი" ასრულებდა. კომპანიის 100%-იანი მფლობელი უჩა მალაშხიაა. მალაშხია საქართველოში რუსული კომპანიის მფლობელია.
ჩუღურეთის გამგეობამ მის კომპანიას ხელშეკრულება 2020 წელს გაუფორმა, თუმცა მას შემდეგ რაც კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, გამგეობამ ხელშეკრულება გააუქმა. ამის შემდეგ, მალაშხიამ ახალი კომპანია დაარეგისტრირა და ჩუღურეთის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ახლა ტენდერში კვლავ მისმა კომპანიამ გაიმარჯვა.
თავად მალაშხია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. "მთავარი არხი" მასთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებით დადგინდეს, ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა.
სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა გუშინ, 14 მაისს დაიღუპა. მომხდარზე ჩუღურეთის გამგეობას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.