ბავშვებმა წუთებით გამოასწრეს, კიდევ კარგი, მსხვერპლი არ მოჰყვა - ხაშურში ჩამონგრეული ბიბლიოთეკის თანამშრომელი

გამოქვეყნდა:

ხაშურში ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას წლების განმავლობაში ჰქონდა ინფორმაცია ბიბლიოთეკის შენობის ავარიულობის შესახებ, რომლის კედელიც გუშინ ჩამოინგრა. მათი თქმით, შენობაში ბავშვები სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეებზეც დადიან და ქალაქი დიდ ტრაგედიას გადაურჩა.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ბავშვები შენობაში ინგლისურის გაკვეთილზე იყვნენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობას 5 წლის წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა მალევე ბზარები შენიშნეს.

"დამიძახეს დაცვის თანამშრომლებმა, კედელი ჩამოინგრა და უნდა შემეტყობინებინა ხელმძღვანელებისთვის და ეგ იყო. ბავშვები გამოვიდნენ, იქ ინგლისური ტარდება ხოლმე სამკითხველო დარბაზში, კიდევ კარგი ეგენი გამოვიდნენ და მსხვერპლი არ მოჰყვა აქაურობას. წუთებით გამოასწრეს, სამის ნახევარი იქნებოდა ალბათ ეგ რომ მოხდა. დიდი ბზარი იყო, კიდევაც ვუთხარი გოგონებს იმ ოთახში რომ მუშაობდნენ, ძალიან საშიში არის იმხელა ბზარია კედელზე მეთქი. მაგრამ, ახალი ხელმძღვანელი გვყავს ახლა და მოვიდა თუ არა რომ ნახა ასეთი მდგომარეობაა, მაშინვე აცნობა ხელმძღვანელობას, რამდენადაც ვიცი, ასეა", - ამბობს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თანამშრომელი.

კიდევ ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ნგრევის შედეგად წლების განმავლობაში ნაგროვები დოკუმენტაცია და ლიტერატურა განადგურდა.

ხაშურის ვიცე-მერმა საკითხთან დაკავშირებით "მთავარი არხის" შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი