თაბუკაშვილის 49 ნომერში, ერთ-ერთ ძველ საცხოვრებელ შენობაში ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა მეორე სართულზე, გაზის აფეთქებამ გამოიწვია.
ადგილზე არაერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული, ისინი სხვადასხვა მხრიდან ცდილობენ ცეცხლის კერების ჩაქრობას. ძლიერი ქარი ცეცხლის ქრობის სამუშაოებს აფერხებს.
ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
მოსახლეობა შენობიდან ევაკუირებულია. უწყებების მხირდან ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.