სოფელ ჭალეში მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ადგილობრივები გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის სოფელ ჭალეში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ადგილობრივები გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. მოსახლეობის სურვილია, სოფელში ასფალტი დაიგოს და წყალი  ინდივიდუალურად ყველა ოჯახს მიეწოდებოდეს.

აქციის მონაწილეებს ვიცე-მერი, თამარ ბელქანია შეხვდა. მისი თქმით, რეგიონული განვითარების ფონდში გზის მშენებლობისთვის თანხები უკვე გამოყოფილია, რაც შეეხება წყლის პრობლემას, მისი თქმით, პროექტში ცვლილებები შედის, რასაც დრო სჭირდება.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი