მეხანძრეებმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს.

უწყების ცნობით, არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა უწყვეტი მუშაობის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია.

"მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება", - წერია განცხადებაში.

უწყება ამბობს, რომ დაშავებულების შესახებ მათთან ინფორმაცია არ შემოსულა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი