ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული | ადგილზე იმყოფება პოლიცია

გამოქვეყნდა:

პროფესორ ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული. ბერძენიშვილის მეუღლემ ადგილზე პოლიცია გამოიძახა. თავად ლევან ბერძენიშვილი მედიასთან ამბობს, რომ იმ დროს, როცა 20-მდე პირი მის სახლთან იმყოფებოდა, ის უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა. 

ბერძენიშვილის თქმით, ამ პირებმა იციან მისი გადაადგილების გრაფიკი. ის მომხდარს ფიზიკური ანგარიშსწორების სურვილს უკავშირებს. მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, ორგანიზებულმა ჯგუფმა ტერიტორია დატოვა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალი უცნობია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი