Azimuth Airlines-მა საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ფრენის ნებართვა მიიღო

გამოქვეყნდა:

საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა, - ამის შესახებ განცხადებას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

როგორც სააგენტო წერს, პირველი რეისი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მიმდინარე წლის 17 მაისს შესრულდება და იგი კვირაში შვიდი დღის სიხშირით განხორციელდება. 

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენების განხორცილებას ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი იწყებს. დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს, მიმდინარე წლის 15 მაისს გაიცა.

ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი სიხშირით," - წერს GCAA

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი