სურამში ბაიანთხევის დასახლებაში ხეები ჩააბეტონეს, - ამის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ფოტოების გავრცელების შემდეგ ბაინათხევში ხაშურის მერი და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
როგორც მათ თქვეს, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია.
ხაშურის მერიაში ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა კერძო პირს ეკისრება, რომელმაც უკანონო სამუშაოები ჩაატარა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული პირი მოკვლევის შემდეგ დაჯარიმდეს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაშია.