უკვე რამდენიმე საათია, გუდამაყრის ხეობაში 2 ადამიანს ეძებენ, რომლებიც ჯომარდობისას მდინარემ გაიტაცა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახური, თუმცა დაკარგულებს ამ დრომდე ვერ პოულობენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, დავით მელიქიშვილის ინფორმაციით, მდინარეზე ნავით სულ 11 ადამიანი ეშვებოდა, მათგან ცხრა ნაპირზე იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.